Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ქურთი მეამბოხეები ქალაქ რაყაზე იერიშს იწყებენ


სირიის მეამბოხეთა ეგრეთ წოდებული, „სირიის დემოკრატიული ძალები,“ აშშ-ის ავიაციის მხარდაჭერით აპირებენ იერიში წამოიწყონ ქალაქ რაყაზე, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტების ხელშია. ამ გაერთიანებას ძირითადად ქურთი მეომრები წარმოადგენენ. მათ იერიშის დაწყების შესახებ გამოაცხადეს სირიის ქალაქ აინ ისაში, რაყის ჩრდილოეთში. ამ განცხადების ფონია ერაყის არმიის, ქურთთა ფეშმერგის და აშშ-ის ავიაციის ერთობლივი იერიში ქალაქ მოსულზე, სადაც ასევე "ისლამური სახელმწიფოა" გამაგრებული. აშშ სირიაში ქურთულ რაზმებს, „ხალხის დაცვის ნაწილებს“ მიიჩნევს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ყველაზე ეფექტიან ძალას.

XS
SM
MD
LG