Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი გადასინჯავს სადავო კანონპროექტს არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა უკან გაიწვია სადავო კანონპროექტი არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ, მის გადასასინჯად. როგორც ილდირიმმა 22 ნოემბერს განმარტა, კანონპროექტი პარლამენტიდან ისევ კომისიას დაუბრუნდება მასზე მუშაობის გასაგრძელებელად და, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მოთხოვნით, ფართო კონსენსუსის მისაღწევად. ამასათან, ოპოზიციურ პარტიებს ექნებათ დრო თავიანთი წინადადებების მოსამზადებლად. კანონპროექტით, სექსუალური ძალადობის შემთხვევაში ბრალდებულის დასჯა განუსაზღვრელი ვადით გადაიდება, თუ ის მსხვერპლზე იქორწინებს. კანონპროექტს პროტესტი მოჰყვა თურქეთში. ოპონენტები აცხადებენ, რომ კანონპროექტი გაუპატიურების ლეგიტიმაციას ახდენს და ხელს უწყებს მცირეწლოვანებზე დაქორწინების ტრადიციას. თურქეთში მოქმედი კანონით, ქორწინება დაშვებულია 18 წლის ასაკიდან.

XS
SM
MD
LG