Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ტერიტორიაზე დაიღუპა სამი თურქი ჯარისკაცი


თურქეთის სამხედრო უწყების ცნობით, სამი თურქი სამხედრო დაიღუპა და 10 დაიჭრა სირიის სამთავრობო ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად ალ ბაბის რეგიონში. ინციდენტი წუხელ მოხდა იმ დროს, როდესაც სირიელი მეამბოხეები თურქეთის სარდლობით ოპერაციას ატარებდნენ ჩრდილოეთ სირიაში. უფრო ადრე თურქეთის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად თურქი სამხედროები ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებულ თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. ეს ინციდენტი კიდევ უფრო ართულებს ანკარისა და დამასკის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას.

XS
SM
MD
LG