ყოფილი იუგოსლავიის საკითხთა გაეროს სასამართლოში, ჰააგაში, პროკურორებმა პროცესზე თავიანთი საბოლოო არგუმენტები წარადგინეს. განიხილავენ ბოსნიელი სერბების სამხედრო მეთაურის, რადკო მლადიჩის საქმეს. პროკურორმა, ალან ტიგერმა სასამართლოს უთხრა, რომ მლადიჩი იყო სრებრენიცაში რვა ათასი მუსლიმი კაცის მოსპობისა და სარაევოს 44-თვიანი ალყის ორგანიზატორი. ამ ალყის დროს ათი ათასი ადამიანი დახოცეს. ტრიგერის თქმით,მლადიჩს მაჰმადიანური ქვეყნის შექმნა კი არ აშფოთებდა, არამედ მისი სურვილი „მათი გაქრობა“ იყო. მეორე პროკურორმა, არტურ ტრალდიმ განაცხადა, რომ მლადიჩი განაგებდა და ამზადებდა ეთნიკურ წმენდის კამპანიებს. 74 წლის მლადიჩს ბრალად ედება გენოციდი, ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ბრალდება თავის გამოსვლებს ერთ კვირაში დაასრულებს, განაჩენს მომავალ წელს მოელიან.
ყველაზე პოპულარული
1