Accessibility links

თბილისი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების” საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს


7-8 დეკემბერს სასტუმრო "ბილტმორ თბილისში“ დედაქალაქის მერიის ორგანიზებით გაიმართება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი. მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს 800-მდე სტუმარი, 100-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი მომხსენებელი, მათ შორის მერები საფრანგეთის და იტალიის ქალაქებიდან. ფორუმი, სახელწოდებით „თანამედროვე მიდგომები ქალაქის განვითარებისთვის“, სამდღიანია. მასში გაერთიანებულია 12 თემატური სესია: „გონიერი ქალაქები“, ელექტრონული მმართველობა, ენერგოეფექტურობა, „მწვანე ქალაქები“, ინვესტიციები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტურიზმი, აღმოსავლეთის პარტნიორობა და სხვა. ფორუმის მონაწილეები არიან სახელმწიფო სტრუქტურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კავკასიის რეგიონიდან, ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტებიდან. „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ ფორუმს თბილისი 2007 წლიდან მასპინძლობს. ამ ხნის განმავლობაში ის გახდა უნიკალური რეგიონალური პლატფორმა მუნიციპალიტეტების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის. გარდა ამისა, ფორუმი კარგი შესაძლებლობაა მომავალში კერძო და საჯარო სექტორის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის თანამშრომლობის დასამყარებლად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG