Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთმა დაგმო სეპარატისტულ დნესტრისპირეთში არჩევნების ჩატარება


თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების ექვსი მსურველი მონაწილეოდა არჩევნებში, რომელიც მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონში გაიმართა. მოლდავეთმა ეს არჩევნები უკანონოდ შეაფასა. დნესტრისპირეთმა ცალმხრივი დამოუკიდებლობა 1990-იანი წლების დასაწყისში გამოაცხადა. რეგიონში ხმის უფლების მქონეთა რაოდენობა ნახევარ მილიონზე ნაკლებია. თუ ხმების ნახევარზე მეტს ვერც ერთი კანდიდატ ვერ მოაგროვებს, მეორე ტური 25 დეკემბერს ჩატარდება. წინასწარი გამოკითხვებით ლიდერობდნენ რეგიონის მოქმედი თავი, ევგენი შევჩუკი და ადგილობრივი პარლამენტის ყოფილი თავმჯომარე, ვადიმ კრასნოსელსკი. საერთაშორისო თანამეგობრობა დნესტრისპირეთს დამოუკიდებლად არ აღიარებს.

XS
SM
MD
LG