Accessibility links

გერმანია და საფრანგეთი რუსეთისთვის სანქციების ვადის გაგრძელებას ითხოვენ


გერმანია და საფრანგეთი გამოვიდნენ რეკომენდაციით, გაუგრძელდეს ვადა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რომელთა მიზეზი კრემლის მხრიდან ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობაა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ამის აუცილებლობის შესახებ განაცხადა იმის გამო, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების მშვიდობიანად მოგვარების საქმეში წინსვლა არ არის. კანცლერის განცხადებას მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. მერკელმა და ოლანდმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს ბერლინში, მათი მოლაპარაკების წინ. ამ კვირაში ევროკავშირის სამიტი იმართება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG