Accessibility links

ევროკავშირი თურქეთზე უთანხმოების გამო ვერ შეთანხმდა გაფართოების შესახებ ახალ რეკომენდაციებზე


ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ შეთანხმდნენ გაფართოების შესახებ ევროკომისიის ახალ რეკომენდაციებზე მას შემდეგ, რაც ავსტრიამ მოითხოვა თურქეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების შეჩერება. გეგმით, ბრიუსელში 13 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე უნდა მოეწონებინათ ახალი რეკომენდაციები თურქეთისა და ევროკავშირში გაწევრიანების სხვა კანდიდატებისათვის. მაგრამ რეკომენდაციების განხილვისას, ავსტრიამ მოითხოვა ანკარასთან მოლაპარაკების შეჩერება რეპრესიების გამო, რომლებსაც თურქეთში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართავენ ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ. ევროპის პარლამენტმა ნოემბერში მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დროებით შეჩერებას მიემხრო. როგორც ბრიუსელში დიპლომატებმა უთხრეს რადიოს თავისუფლებას, თურქეთის გაწევრიანების პროცესი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაჭიანურდება. მათივე თქმით, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ახალ რეკომენდაციებზე უთანხმოება, მართალია, არ იქონიებს უშუალო გავლენას ბალკანეთის ქვეყნებზე, როგორიც არიან სერბია და ჩერნოგორია, მაგრამ თურქეთის გარშემო დავამ შესაძლოა გააჩინოს ეჭვი, რომ ევროკავშირს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს გაფართოების მიმართ.

XS
SM
MD
LG