Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელმა მეამბოხეებმა და ხელისუფლებამ ახალ შეთანხმებას მიაღწიეს


სირიის მთავრობამ და მეამბოხეთა სარდლობამ მიაღწიეს ახალ შეთანხმებას ჩიხში შეყვანილი ევაკუაციის პროცესის განახლებისათვის აღმოსავლეთ ალეპოს იმ ნაწილიდან, სადაც მეამბოხეების გარდა ალყაში სამოქალაქო მოსახლეობაც იმყოფება. ამის შესახებ 17 დეკემბერს ინფორმაცია სირიელ მეამბოხეებზე დაყრდნობით ახალი ამბების სააგენტო ალ-არაბიამ გაავრცელა. ალეპოდან საუბრის დროს მეამბოხეთა წარმომადგენელმა ალ-ფარუკ აბუ ბაკრმა აღნიშნა, რომ შეთანხება ითვალისწინებს ნაწილობრივ ევაკუაციას მეამბოხეთა ალყაში მყოფი ორი შიიტური სოფლიდან, დაჭრილების ევაკუაციას ლიბანის საზღვართან მდებარე სირიის ორი ქალაქიდან და როგორც შეიარაღებული, ისე სამოქალაქო პირების სრულმასშტაბიან ევაკუაციას აღმოსავლეთ ალეპოდან. ევაკუაციის განახლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო როიტერი, რომელსაც ცნობა სირიის მთავრობის ანონიმმა წარმომადგენელმა დაუდასტურა. 17 დეკემბრის დილით სირიის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინებოდა, რომ ევაკუაციის პროცესი კვლავ შეჩერდა იმის გამო, რომ მეამბოხეები უფლებას არ აძლევდნენ ალყაში მოქცეული სოფლების - ფუასა და კფარიას მცხოვრებლებს, რათა გადავისულიყვნენ მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG