Accessibility links

ალეპოდან ევაკუაცია გრძელდება, გაერო სირიაში მეთვალყურეების გაშვებას უყრის კენჭს


ათეულობით ავტობუსით, რომლებმაც სირიელი მეამბოხეებისსაყრდენი - ალეპო დატოვეს, ხალხი გადაიყვანეს სოფლებში,ალეპოდან დასავლეთში, სადაც ჯერ კიდევ მეამბოხეები იმყოფებიან. ამის თაობაზე იტყობინებიან გაეროს წარმომადგენლები და სირიელი მეთვალყურეები ლონდონიდან. ამავე დროს ასეულობით სამოქალაქო პირი ალეპოში ჩავიდა შიიტური სოფლებიდან. სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაციაა ლეპოდან გატანჯული მოსახლეობის გაყვანის პირობა იყო. 19 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის სირიაში გაეროს მეთვალყურეების გაგზავნის საკითხს. მათი ამოცანა ევაკუაციის მეთვალყურეობა იქნება. ალეპოდან ხალხის ევაკუაციის პირველი მცდელობა 16 დეკემბერს ჩაიშალა საბრძოლო მოქმედების განახლების გამო, რაშიც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. სხვადასხვა მონაცემებით, ევაკუაციას ელოდება 15-დან 40 ათასადმე ადამიანი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG