Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია „სავარაუდო ტერაქტს“ უწოდებს ბერლინში მომხდარ ინცინდენტს, რასაც 12 ადამიანი შეეწირა


ბერლინის პოლიციამ „სავარაუდო ტერაქტი“ უწოდა 19 დეკემბერს მომხდარ ინცინდენტს, როდესაც 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა მას შემდეგ, რაც სატვირთო ავტომანქანა ბერლინში შეიჭრა საშობაო ბაზრობაზე მყოფი ხალხის რიგებში. წინასწარი გამოძიება ცხადყოფს, რომ სატვირთო ავტომანქანა ხალხს განზრახ შეეჯახა, რაც დიდი ალბათობით ტერაქტს წარმომადგენს. პოლიციამ გაავრცელა ცნობა, მანქანის მძღოლის ბაზრობის ტერიტორიასთან დაკავების შესახებ. სატვირთო ავტომანქანაში მძღოლთან ერთად მყოფი მეორე პირი, პოლიციის თქმით, პოლონეთის მოქალაქე, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. თუმცა, იგი ინცინდენტის დროს სავარაუდოდ საჭესთან არ იმყოფებოდა. პოლონური მედიის ცნობით, სატვირთო ეკუთვნოდა პოლონურ საავტომობილო კომპანიას, რომელსაც გერმანიაში ფოლადი გადაჰქონდა. თუმცა, ინცინდენტამდე ავტომანქანის მძღოლი გაუჩინარდა და ტელეფონის ზარებს არ პასუხობდა. გერმანიის პოლიცია მუშაობს ვერსიაზე, რომ სატვირთო გატაცებული იყო. პოლიციის მიერ დაკავებული პირი, რომელიც წარმოშობით ან პაკისტანიდან უნდა იყოს, ან ავღანეთიდან, გერმანიაში დევნილის სტატუსით იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG