Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი, ირანი და თურქეთი მონაწილეობას მიიღებენ სირიის სამშვიდობო შეთანხმების პროექტის მომზადებაში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი, ირანი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიელ მებრძოლებთან ერთად იმუშავებენ სამშვიდობო შეთანხმების პროექტის მოსამზადებლად და შეასრულებენ სირიის მთავრობასა და მეამბოხეებს შორის მომავალი შეთანხმების „გარანტორის“ როლს. ლავროვმა მოსკოვში ირანისა და თურქეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან მოლაპარაკების შემდეგ აღნიშნა, რომ სამივე ქვეყანა მნიშვნელოვნად მიიჩნევს სირიაში ზავის მოქმედების გაფართოებას, ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობასა და სირიის ტერიტორიაზე სამოქალაქო პირების გადაადგილებას. ლავროვმა აღნიშნა ასევე, რომ სამი ქვეყანა სირიაში პრიორიტეტად მიიჩნევს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და არა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადაყენებას. მოსკოვში რუსი, ირანელი და თურქი მინისტრების შეხვედრა გაიმართა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ანკარაში მოკლეს თურქეთში რუსეთის ელჩი, ადრეი კარლოვი.

XS
SM
MD
LG