გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, რუსეთისა და სირიის მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა იმ ჯგუფის შექმნას, რომელიც სირიაში ომის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა შელახვის ფაქტების თაობაზე საქმეებს მოამზადებს. ლიხტენშტეინის მიერ მომზადებულ რეზოლუციას 21 დეკემბერს მხარი დაუჭირა გენერალური ასამბლეის 105 წევრმა ქვეყანამ, 10-ი წინააღმდეგი იყო, ხოლო 52-მა თავი შეიკავა. კენჭისყრამდე რუსეთმა განაცხადა, რომ გენერალური ასამბლეა ერევა უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებაში, სადაც რუსეთს ვეტოს გამოყენების უფლება აქვს. გენერალური ასამბლეის მიერ შექმნილი ჯგუფი მჭიდროდ ითანამშრომლებს გაეროს საგამომძიებლო კომისიასთან, რომელმაც რამდენიმე დეტალური ანგარიში მოამზადა სირიაში მიმდინარე ომის დროს ჩადენილი სისასტიკის შესახებ.
ყველაზე პოპულარული
1