Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლერი ხაბელოვი მეორედ აირჩიეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად


საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მეორე ვადით უხელმძღვანელებს ლერი ხაბელოვი. 23 დეკემბერს გამართულ არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა- ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი. ხმების დათვლის შედეგად, მოქმედ პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს 135 დელეგატიდან ხმა მისცა 78-მა, ირაკლი მეძმარიაშვილს კი 57 ხმა ერგო. გავრცელებული ინფორმაციით, მეძმარიაშვილმა მეტოქეს წარმატება მიულოცა. ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდობაში, პირველად 2012 წლის დეკემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად.

XS
SM
MD
LG