Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას გადარჩენილები არ არიან აღმოჩენილი


შავ ზღვაში კატასტროფა განიცადა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 92 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავს გადაჰყავდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მუსიკალური გუნდი, სირიაში საახალწლო კონცერტის ჩასატარებლად. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა. თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა აფრენიდან ცოტა ხანში - ის დილის 5:40-ზე გამოფრინდა ქალაქ სოჭიდან და მიფრინავდა სირიის სანაპირო ქალაქ ლატაკიაში, რუსეთის ჰმეიმის საჰაერო ბაზაზე. კრემლის განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს დაავალა სახელმწიფო კომისიის შექმნა, რომელმაც ტუ-154-ის კატასტროფის მიზეზი უნდა დაადგინოს. თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მგზავრთა სია, მათ შორის არიან შეიარაღებული ძალების გუნდის, ალექსანდროვის ანსამბლის 64 წევრი, ცხრა ჟურნალისტი, სამხედრო მოსამსახურეები და ელიზავეტა გლინკა, აქტივისტი და ადამიანის უფლებების საკითხებში პუტინის მრჩეველთა საბჭოს წევრი. თვითმფრინავში იმყოფებოდა ვალერი ხალილოვიც, გუნდის დირიჟორი.

XS
SM
MD
LG