Accessibility links

ტუ 154-ის ავიაკატასტროფის ძირითად ვერსიად მფრინავის შეცდომა და ტექნიკური გაუმართაობა სახელდება


რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, მაქსიმ სოკოლოვმა განაცხადა, რომ თვითმფრინავ ტუ -154-ის ავიაკატასტროფის ძირითად მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა და მფრინავის შეცდომა სახელდება. განიხილება ტერაქტის ვერსია, თუმცა იგი არ განეკუთვნება პრიორიტეტულს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავ ზღვაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. იუწყებიან, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევების ძებნა მოხდება აფხაზეთში, რადგან ვარაუდობენ, რომ ფრაგმენტები შეეძლო დინებას წაეღო. რუსეთის ავიაციის ხელმძღვანელმა და სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრ ნერადკომ კვირას განაცხადა, რომ ტუ 154 -ი ტიპის თვითმფრინავები, სამოქალაქო ავიაციაში აღარ გამოიყენება და მათ ექსპლუატაციას მხოლოდ სამხედრო უწყებაში აქვს ადგილი. რუსეთის არმიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სერგეი ბანეიტოვმა განაცხადა, რომ გაფრენის წინ, თვითმფრინავი გამართული იყო, ხოლო ეკიპაჟის მეთაურს, პირველი კლასის სამხედრო მფრინავ რომან ვოკლოვს, არაერთი რეისი ჰქონდა განხორციელებული სირიაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG