Accessibility links

რუსეთში გლოვობენ ავიაკატასტროფის მსხვერპლს


რუსეთში საყოველთაო გლოვაა თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო. გაუქმებულია ყველა საზეიმო ღონისძიება ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 92 ადამიანი, მათ შორის ალექსანდროვის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის 68 წევრი. ისინი სირიის ხმეინის სამხედრო ბაზაზე რუსი ჯარისკაცებისათვის საახალწლო კონცერტის ჩასატარებლად მიეშურებოდნენ. დაღუპულთა შორისაა ფონდ „სამართლიანი დახმარების“ ხელმძღვანელი, ელიზავეტა გლინკა, იგივე ექიმი ლიზა. ავიაკატასტროფის ადგილზე ნაპოვნი 10 ცხედარი ორშაბათს სოჭიდან მოსკოვში გადაასვენეს.

XS
SM
MD
LG