Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ისრაელს მოუწოდებს, ცოტაც მოითმინოს


აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს "ისრაელის მიმართ უპატივცემულო" მოპყრობას. ტვიტერით ტრამპმა ისრაელს მოუწოდა, „ცოტაც მოითმინოს“, სანამ მისი ინაუგურაცია მოეწყობოდეს, 2017 წლის 20 იანვარს. ტრამპის თქმით, აშშ ყოველთვის იყო ისრაელის საუკეთესო მეგობარი, მაგრამ ვითარება შეიცვალა ირანთან ბირთვულ სფეროში დადებული იმ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, რომელსაც ტელ-ავივი აკრიტიკებდა. 23 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა და დროებითმა წევრებმა, 14 სახელმწიფომ მხარი დაუჭირეს დოკუმენტს, რომელიც ისრაელისგან მოითხოვს, შეაჩეროს ებრაული დასახლებების გაფართოება პალესტინელთა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აშშ-მა თავი შეიკავა კენჭისყრისას. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აშშ-მა ვეტო არ დაადო ისრაელის საწინააღმდეგო დოკუმენტს. ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ გააკრიტიკა აშშ-ის ადმინისტრაცია და ის პალესტინელებთან საიდუმლო გარიგებაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG