Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს დიპლომატებს და მათ ოჯახებს აშშ-ში უხმაუროდ დაატოვებინეს დასასვენებელი სახლები


თეთრი სახლის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, რუსმა დიპლომატებმა და მათი ოჯახების წევრებმა 30 დეკემბერს უხმაუროდ დატოვეს ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის გარეუბნებში მდებარე დასასვენებელი სახლები. „შენობები თავისუფალია და ისინი მთავრობის კონტროლის ქვეშ არიან“, - განაცხადა ზედა ბრუკვილის მერმა ელიოტ კონვეიმ, რომელმაც რუსებს „წყნარი მეზობლები“ უწოდა. თეთრმა სახლმა 29 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყნიდან გააძევებს რუსეთის 35 დიპლომატს. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დაიხურება რუსეთის ორი დაწესებულება მერილენდსა და ნიუ-იორკში. აშშ-ის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ისინი სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ჯაშუშობაში შემჩნეულ რუსეთის მოქალაქეებს 72 საათის განმავლობაში დაატოვებინებენ აშშ-ის ტერიტორიას ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან. ამ სკანდალის პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა 30 დეკემბერს განაცხადა, რომ არც ერთ ამერიკელ დიპლომატს არ გააძევებს რუსეთიდან. ვლადიმირ პუტინმა დასძინა, რომ წუხს იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია „ასე ამთავრებს თავის მუშაობას“.

XS
SM
MD
LG