Accessibility links

სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო მაგდა პაპიძის საკასაციო საჩივარი


თბილისის სააპელაციო სასამართლომ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მაგდა პაპიძის ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ განუცხადა, მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო და ზეპირი მოსმენითაც არ განიხილა. მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველები ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტის გაუქმებას ითხოვდნენ, ვინაიდან თვლიდნენ, რომ მსაჯულებმა ვერდიქტი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით გამოიტანეს და მოსამართლის განმარტებებით არ უხელმძღვანელიათ. ამის საფუძველზე პაპიძის მხარე, ახალი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის ხელახალ განხილვას ითხოვდა, თუმცა ადვოკატების აღნიშნული არგუმენტი სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მაგდა პაპიძეს 2016 წლის ივლისში უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG