ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლები იუწყებიან, რომ დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა 6 იანვარს ჩრდილოეთ ავღანეთში მოკლა ქვანახშირის მაღაროში დასაქმებული 7 მუშა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა სამი ადამიანი. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა ბაღლანის პროვინციის ერთ-ერთი რაიონის გუბერნატორმა, ფაიზ მოჰამად ამირიმ. მისი თქმით, მაღაროელები შიიტი ჰაზარების რელიგიური უმცირესობის წევრები იყვნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ჯგუფს არ აუღია, თუმცა ამირის თქმით, სავარაუდოდ, თავდასხმის უკან დგას ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“. ისინი ახორციელებენ სისხლიან თავდასხმებს შიიტი მუსლიმების მიმართ. გასული წლის ივლისში, სუნიტი ექსტრემისტული დაჯგუფება თავს დაესხა ქაბულის შიიტურ რაიონს, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა მოკლა 80-ზე მეტი და დაჭრა 130 ადამიანი.
დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა ავღანეთში მოკლა ქვანახშირის მაღაროში დასაქმებული 7 მუშა
ყველაზე პოპულარული
1