Accessibility links

პეკინში სმოგის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნება ეკოლოგიური პოლიცია


პეკინში სმოგის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნება ეკოლოგიური პოლიცია. ახალი ქვედანაყოფი გამოავლენს ჰაერის დაბინძურების წყაროებს, რომელთა შორისაა მრეწველობა, ნაგვის არასანქციონირებული დაწვა, ასევე საგზაო მტვერი. ჩინეთის დედაქალაქის მერის, ცაი ცის თქმით, პეკინში 30%-ით შეამცირებენ ენერგიის მოსაპოვებლად ქვანახშირის გამოყენებას. სოფელ რაიონებშიც შეუდგებიან გზების ძიებას ნაკლებად ტოქსიკური მეთოდით ენერგომომარაგებისთვის. გასულ კვირაში პეკინის მეტეოროლოგიური ცენტრი იტყობინებოდა, რომ სახიფათოდ გაიზარდა საფრთხე, რომელსაც სმოგი ქმნის. ჩინეთი უკვე მესამე წელია იბრძვის გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ, რაც მრეწველობის ინტენსიური განვითარებითაა გამოწვეული.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG