Accessibility links

ერაყის სპეციალურმა ძალებმა ქალაქ მოსულის კიდევ ერთი რაიონი გაათავისუფლეს


ერაყის სპეციალურმა ძალებმა, რომლებიც ქალაქ მოსულის გათავისუფლებისათვის განაგრძობენ ბრძოლას ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, 9 იანვარს წინ წაიწიეს და ექსტრემისტები აღმოსავლეთი კიდევ ერთი რაიონიდან გააქციეს. ერაყის ანტიტერორისტული სამსახურის ინფორმაციით, ბრძოლის შედეგად კონტროლი აღდგენილი იქნა ბალადიათის რაიონზე, რის შედეგადაც სამთავრობო ძალები მიუახლოვდნენ სუკას რაიონს, რომელიც ქალაქ მოსულის უნივერსიტეტს გადაჰყურებს. წინა დღით ერაყის ანტიტერორისტული სამსახური იტყობინებოდა მდინარე ტიგროსის წარმატებული გადალახვის შესახებ, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საბრძოლო ოპერაციისათვის, რომელსაც აშშ-ის დახმარებით აწარმოებს ერაყის 100 ათასკაციანი სამხედრო დაჯგუფება. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულზე კონტროლის აღდგენისათვის დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ ქალაქს 2014 წლიდან აკონტროლებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG