„ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული წევრები მსჯელობენ საპარლამენტო ფრაქციის ახალი სახელწოდების და ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ფრაქცია პარლამენტში უკვე არსებობს, იმავე შემადგენლობით დარჩება და თუ ვინმე ფრაქციიდან გასვლას გადაწყვეტს, თავად უნდა განაცხადოს. 12 იანვარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა 59-მა წევრმა, მათ შორის პარლამენტის 21-მა დეპუტატმა, თბილისის საკრებულოს 3-მა წევრმა და 20-მდე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული წევრები მსჯელობენ საპარლამენტო ფრაქციის სახელწოდებასა და ხელმძღვანელობაზე
ყველაზე პოპულარული
1