Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენის თქმით, მაიკ პენსმა უფრო მეტი იცის რუსეთის შესახებ, ვიდრე დონალდ ტრამპმა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქებით მოიხსენია თავისი მომავალი მემკვიდრე მაიკ პენსი და აღნიშნა, რომ მან უფრო მეტი იცის რუსეთის შესახებ, ვიდრე მომავალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. „ვერასოდეს გავიგებ, რას გულისხმობს ტრამპი, როდესაც ის რუსეთზე საუბრობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაიკი უკეთარის ინფორმირებული რუსეთის ქცევის, პოტენციური მიზნებისა და პუტინის საქციელის შესახებ, ვიდრე მომავალი პრეზიდენტი...თუ დავეყრდნობით იმას, რასაც ტრამპი ამბობს“, აღნიშნა ბაიდენმა 12 იანვარს თეთრი სახლში შეკრებილი რეპორტიორებისთვის მიცემულ ინტერვიუში. ბაიდენი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მთავარი წარმომადგენელი იყო ბევრ მნიშვნელოვან საკითხში. მან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უკრაინასა და ერაყთან ურთიერთობების განვითარების პროცესში. ბაიდენის ბოლო ვიზიტი უკრაინაში 15 იანვარს არის დაგეგმილი. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ის მაიკ პენსს გაუგზავნის თავის მოსაზრებებსა და რჩევებს, თუ როგორ უნდა წარმართოს ურთიერთობები ერაყელ და უკრაინელ ლიდერებთან.

XS
SM
MD
LG