Accessibility links

სერბიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას აპირებს


სერბიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვუკ იერემიჩი აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამის შესახებ იერემიჩმა 15 იანვარს ბელგრადში გამოაცხადა. არჩევნების თარიღი ჯერ არ არის დადგენილი. ამჟამინდელ პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩს ნათქვამი აქვს, რომ მეორე ვადითაც შეეცდება პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას, თუმცა მას ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე. 41 წლის ვუკ იერემიჩი სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2007-2012 წლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი 2012-2013 წლებში და ერთ-ერთი კანდიდატი გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ბან კი-მუნის გადადგომის შემდეგ. სერბიის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები მიჩნეულია დაპირისპირებად, ერთი მხრივ, მოსკოვთან დაახლოების, ხოლო მეორე მხრივ, დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის მომხრე ძალებს შორის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG