Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციებით ცნობილმა რუსმა ხელოვანმა პიოტრ პავლენსკიმ რუსეთი დატოვა


რუსმა ხელოვანმა პიოტრ პავლენსკიმ, რომელიც ცნობილია პოლიტიკური საპროტესტო აქციებით, რუსეთი დატოვა მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა დაკითხეს გაუპატიურებაში ეჭვმიტანის საფუძველზე. რუსეთის დამოუკიდებელი ტელეარხი „დოჟდი“ პავლენსკის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ის მეგობარ ქალთან, ოკსანა შალიგინასთან, და შვილებთან ერთად ჩავიდა საფრანგეთში. პავლენსკი ამბობს, რომ მოსკოველმა მსახიობმა ქალმა უჩივლა მას და შალიგინას გაუპატიურების ბრალდებით. პავლენსკი უარყოფს ბრალდებას, რომელსაც მიიჩნევს შანტაჟად, რომ ხელი ააღებინონ პოლიტიკური აქციების ჩატარებაზე. ხელოვანი ამბობს, რომ საფრანგეთში პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს, თუ რუსეთში ოფიციალურად აღძრავენ საქმეს მის წინააღმდეგ. პავლენსკის გახმაურებულ აქციებს შორის იყო ცეცხლის წაკიდება რუსეთში კა-გე-ბე-ს მემკვიდრე ორგანიზაციის შტაბბინის კარისათვის, ტუჩების ამოკერვა პანკი აქტივისტების მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის და საკუთარი ყურის ბიბილოს მოჭრა ფსიქიატრიულ კლინიკასთან.

XS
SM
MD
LG