Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი რუსეთს მიიჩნევს "უდიდეს საფრთხედ" ლიბერალური მსოფლიო წესრიგისათვის


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ პოსტის დატოვებამდე ბოლო დიდი მოხსენებით გამოსვლისას, რუსეთს უწოდა „უდიდესი საფრთხე“ „ლიბერალური“ მსოფლიო წესრიგისათვის და გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთი ისევ შეეცდება დასავლეთში არჩევნებზე გავლენის მოხდენას. ბაიდენმა ამ თემაზე ისაუბრა 18 იანვარს შვეიცარიის კურორტ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. „როცა ევროპაში წელს მრავალ ქვეყანაში უნდა გაიმართოს არჩევნები, რუსეთისაგან უნდა მოველოდეთ დემოკრატიული პროცესში ჩარევის მორიგ მცდელობებს. ეს ისევ მოხდება, გარანტიას გაძლევთ. და მიზანი კვლავაც ნათელია: საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის დანგრევა“, განაცხადა ბაიდენმა დავოსში. მიმდინარე თვეში აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა გამოაცხადეს, რომ პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დავალებით განხორციელდა ჰაკერული თავდასხმები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედების მიზნით. ჯო ბაიდენმა დღეს აშშ-სა და ევროკავშირს მოუწოდა, სათავეში ედგნენ ბრძოლას ლიბერალური ფასეულობების დასაცავად და გამოთქვა რწმენა, რომ ნატო უნდა დარჩეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მთავარ ელემენტად.

XS
SM
MD
LG