Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კლდიაშვილი "გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაზე


გიორგი კლდიაშვილი "გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:39:22 0:00

19 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი კლდიაშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" დირექტორი. მან ილაპარაკა საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო კომპანია "გაზპრომს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროების მნიშვნელობაზე. გიორგი კლდიაშვილი, ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ორი განცხადების სხვა ხელმომწერი ორგანიზაციების წარმომადგენლები, თვლის, რომ "გაზპრომთან" გაფორმებული ახალი სატრანზიტო ხელშეკრულება არ წარმოადგენს მხოლოდ ენერგეტიკის საკითხს, არამედ ეროვნული უსაფრთხოების თემის ნაწილია. "დილის საუბრების" სტუმრის აზრით, ხელშეკრულებაზე მუშაობისას საჭირო იყო მთავრობას ჰქონოდა კომუნიკაცია ექსპერტულ და აკადემიურ წრეებთან და მას არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება საზოგადოების (მათ შორის - საერთაშორისო) აზრის გათვალისწინების გარეშე. მეტი ღიაობა მეტ ნდობას ნიშნავსო, ამბობს გიორგი კლდიაშვილი და თვლის, რომ შეუძლებელია "გაზპრომთან" ხელშეკრულება მთლიანად კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენდეს.

XS
SM
MD
LG