Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელდა ბინ ლადენის წერილი შვილებისადმი


ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ყაიდის“ გარდაცვლილი ლიდერი ოსამა ბინ ლადენი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იმალეობდა პაკისტანში, წუხდა, რომ შესაძლოა ირანის სპეცსამსახურებს შეიძლებოდა გამოეყენებინა სათალთვალო მოწყობილობები მისი ვაჟიშვილების წინააღმდეგ. ამის შესახებ აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც გუშინ გავრცელდა. ვაჟების - უტმანისა და მოჰამადისამი მიძღვნილ წერილში ბინ ლადენი აღნიშნავს: „თუ რაიმე ინექციას გაგიკეთებენ, მასთან ერთად თქვენში ჩატვირთავენ პატარა ჩიპს. შპრიცი ჩვეულებრივი ზომის იქნება, მაგრამ ნემსი იმაზე დიდი, ვიდრე უნდა იყოს. ჩიპი მარცვლეულის თესლის ზომას შეიძლება უტოლდებოდეს, მაგრამ ის ძალიან თხელი და რბილი იქნება“ - წერს ოსამა ბინ ლადენი წერილში, რომელიც შვილებს მიუძღვნა. ეს წერილი ბინ ლადენს სხვა დოკუმენტებთან ერთად ჩამოართვეს 2011 წელს, როდესაც აშშ-ის სპეცრაზმმა იერიში მიიტანა აბოტაბადში მოწყობილ მის სამალავზე.

XS
SM
MD
LG