Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს კიბერუსაფრთხოების კომპანიის მენეჯერი სახელმწიფოს ღალატში ეჭვმიტანით


რუსეთში დააკავეს კიბერუსაფრთხოების კომპანია „კასპერსკის ლაბორატორიის“ მენეჯერი, რუსლან სტოიანოვი, სახელმწიფოს ღალატში ეჭვმიტანით. სტოიანოვი კომპუტერული ინციდენტების საგამოძიებო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. დღეს გაკეთებულ განცხადებაში, „კასპერსკის ლაბორატორიის“ პრესმდივანმა მარიამ შიროკოვამ დაადასტურა გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებული ცნობა, რომლის თანახმადაც სტოიანოვი დეკემბერში დააპატიმრეს. „კომერსანტი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს დაპატიმრება შესაძლოა უკავშირდებოდეს უშიშროების ფედერალური სამსახურის საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრის თავმჯდომარის მოადგილის, სერგეი მიხაილოვის საქმის გამოძიებას. მიხაილოვიც დეკემბერში იქნა დაკავებული. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ორივე პირს სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ. მაგრამ „კასპერსკის ლაბორატორიის“ პრესმდივანი აცხადებს, რომ ამ ორ საქმეს არაფერი აქვს საერთო და კომპანიისთვის უცნობია სტოიანოვის ბრალდების დეტალები. უშიშროების ფედერალურ სამსახურს კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG