აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „უოტერბორდინგი“ - დახრჩობის სიმულაცია - და დაკითხვის სხვა მეთოდები, რომლებსაც, გავრცელებული მოსაზრებით, წამების კვალიფიკაცია შეეფარდება, „ნამდვილად“ მუშაობს, თუმცა ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და პენტაგონის ხელმძღვანელებს მისცემს საშუალებას, გადაწყვიტონ, აღადგენენ თუ არა ამ პრაქტიკას. ეიბისი ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპი აცხადებს, რომ აშშ „ცეცხლს ცეცხლითვე უნდა ებრძოლოს“, მაშინ, როცა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები ამერიკელებს თავს ჰკვეთენ და სხვა სისასტიკეს სჩადიან.
ყველაზე პოპულარული
1