Accessibility links

საქართველოს სტუმრობს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი


საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ტორბიორნ იაგლანდი. ის დღეს შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტისას განიხილება საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ევროსაბჭოს ჩართულობა კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და ნდობის აღდგენის პროცესში. დღის წესრიგშია ევროსაბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმაც, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას.

XS
SM
MD
LG