Accessibility links

კანადაში მეჩეთში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა


კანადის ქალაქ კვებეკის პოლიციის ცნობით, ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა მეჩეთში სროლისას, რასაც ოფიციალური პირები „მუსლიმების წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმად“ მიიჩნევენ. კვებეკის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, 29 იანვრის ამ თავდასხმის შემდეგ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. კვებეკის ისლამური კულტურის ცენტრში 50-ზე მეტი ადამიანი იყო საღამოს ლოცვაზე შეკრებილი, როცა სროლა დაიწყო. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ თვითმხილველის ნათქვამზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმაში სამი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. კვებეკის პროვინციის პრემიერ-მინისტრმა ფილიპ კუილარდმა მომხდარს „ბარბაროსული ძალადობა“ და "მუსლიმებზე ტერორისტული თავდასხმა" უწოდა. მისივე თქმით, 30 იანვარს კვებეკში სოლიდარობის აქციები გაიმართება. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომაც დაგმო მომხდარი, როგორც "მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული თავდასხმა".

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG