Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში შვიდამდე გაიზარდა ბოლო ორი დღის შეტაკებებში დაღუპული ჯარისკაცების რიცხვი


უკრაინა აცხადებს, რომ შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა და 14 დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების შეტევითი ოპერაციის შედეგად. უკრაინის სამხედრო წარმომადგენლების ინფორმაციით, რამდენიმე ფრონტზე ბრძოლის გააქტიურებას მოჰყვა 29 იანვარს ხუთი ჯარისკაცის დაღუპვა და ცხრა ჯარისკაცის დაჭრა. 30 იანვარს კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. სამხედრო პრესმდინვის, ოლექსანდრ მოტუზიანიკის განცხადებით, მსხვერპლის უდიდესი ნაწილი მოჰყვა შეტაკებებს სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ქალაქ დონეცკის ჩრდილოეთით, ქალაქ ავდეევკასთან. მეორე მხრივ, სეპარატისტები აცხადებენ, რომ უკრაინელი ჯარისკაცების სარაკეტო იერიშმა შეიწირა ერთი სამოქალაქო პირის სიცოცხლე მაკიივკაში, რომელიც ავდეევკის სამხრეთით მდებარეობს. უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის 2014 წლის აპრილში დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9750-ს აღემატება.

XS
SM
MD
LG