Accessibility links

„ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში „თავისუფლება მსოფლიოში 2017“


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „ფრიდომ ჰაუსმა“ (Freedom House) გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, „თავისუფლება მსოფლიოში 2017.“ ანგარიშის თანახმად, საქართველო რჩება ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად და მისი საერთო ქულა 100 საუკეთესოდან 64-ია. „ფრიდომ ჰაუსმა“ საქართველოში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებათა მდგომარეობა 3-3 ქულით შეაფასა.ორგანიზაციის შეფასების სისტემით, საუკეთესო მაჩვენებელი 1 ქულით აღინიშნება, ყველაზე ცუდი კი, 7-ით. საქართველოს საერთო ქულა 64 იყო „ფრიდომ ჰაუსის“ წინა ანგარიშშიც.

XS
SM
MD
LG