Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში ქალაქ ავდეევკის გარშემო ბრძოლები გრძელდება


ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა, ავსტრია ავრცელებს განცხადებას უკრაინაში ბოლო დღეებში ბრძოლებbს გამძაფრების გამო. ავსტრია სერიოზულადაა შეშფოთებული აღმოსავლეთ უკრაინაში, ავდეევკასა და იასნიუვატასთან ძალადობის გაძლიერების გამო, რასაც მოჰყვა ორივე მხარეს, სხვათა შორის, სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი, არიან დაჭრილებიც. ეუთო მოუწოდებს ორივე მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სროლა და მისცენ საშუალება ეუთოს მეთვალყურეებს შეისწავლონ ვითარება. უკრაინის აღმოსავლეთში მთავრობის ჯარსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების რაზმების შეტაკებები გაძლიერდა ბოლო სამი დღის განმავლობაში. განსაკუთრებით ინტენსიური სროლაა დონეცკის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ავდეევკის გარშემო, რომელიც მთავრობის ჯარის ხელშია. მოსახლეობა დარჩენილია ელექტროენერგიის, წყლის და გათბობის გარეშე. მთავრობა მუშაობს გეგმაზე, როგორ გაიყვანოს მოსახლეობა, დაახლოებით რვა ათასი ადამიანი. დონეცკში, სეპარატისტების თანახმად, ჭურვებმა ზიანი მიაყენა მათ და ელექტროდენის მიწოდება შეუწყდა ზასიადკო მაღაროს, სადაც 200-მდზე მეშახტე იმყოფება. ცნობით, ცდილობენ მათ მაღაროდან გამოყვანას. უკრაინის პრეზიდენტმა ავდეევკის გარშემო ვითარების გამწვავების გამო შეწყვიტა თავისი სამუშაო ვიზიტი გერმანიაში. კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ იერიშის დაწყებასა და მძიმე არტილერიის გამოყენებაში, რაც მინსკში ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევაა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ მოუწოდა მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ბრძოლა, რათა საჭირო ინფრასტრუქტურის აღდგენა მოხდეს დაუყოვნებლივ.

XS
SM
MD
LG