Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთი 2,6 მილიარდი დოლარით დააფინანსებს არალის ზღვის რეგიონის რეაბილიტაციას


უზბეკეთი 2,6 მილიარდი დოლარით დააფინანსებს თითქმის დამშრალი არალის ზღვის რეგიონის რეაბილიტაციას. პრეზიდენტ შავქათ მირზიაევის შესაბამისი განკარგულება 30 იანვარს ამოქმედდა. ხუთწლიანი გეგმით, 2,6 მილიარდი დოლარი მოხმარდება არალის ზღვის რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, წყალმომარაგების, ნარჩენების მართვის, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას, ახალ საცხოვრებელ სახლებსა და ინფრასტრუქტურას, მიკროკრედიტებსა და სოციალური დახმარების გაზრდას ადგილობრივი მოსახლეობისათვის. არალის ზღვას, რომელიც ერთ დროს მსოფლიოში წყლის უდიდეს ბუნებრივ რეზერვუარებს მიეკუთვნებოდა, 1960 წლის შემდეგ დაკარგული აქვს წყლის 90%-მდე. მთავარი მიზეზია ის გარემოება, რომ საბჭოთა პერიოდში დაიწყო ტბაში ჩამდინარე მდინარეების, სირდარიისა და ამუდარიის გამოყენება შუა აზიაში მელიორაციის სისტემისათვის. შედეგია მძიმე ეკოლოგიური პრობლემები რეგიონში, რომელიც უზბეკეთისა და ყაზახეთის ტერიტორიებზე მდებარეობს.

XS
SM
MD
LG