ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. დღეს, 1 თებერვალს, დელეგაციის წევრები შეხვდებიან ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, ანტონიო ტაიანის და ბელგიის სენატის თავმჯდომარეს, კრისტინ დეფრენს. 2 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაესწრება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხის განხილვის და კენჭისყრის პროცედურას. ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის წევრები შეხვდებიან მომხსენებელს საქართველოს საკითხზე, მარია გაბრიელს, ევროპარლამენტის კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს და ევროკომისრებს, დიმიტრის ავრამოპულოსს და იოჰანეს ჰანს.
ყველაზე პოპულარული
1