ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვულ იერიშს „ეფექტიანი და უაღრესად მძაფრი რეაქცია“ მოჰყვებოდა - ამის შესახებ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში დღეს განაცხადა აშშ-ის თავდაცვის ახალმა მინისტრმა ჯეიმს მატისმა. მატისი სეულში იმყოფებოდა იაპონიაში გამგზავრებამდე. ის აშშ-ის პრეზიდენტ ტონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ოფიციალური წარმომადგენელია, რომელიც ამ რეგიონში ტურნეს მართავს. შეერთებული შტატები სამხრეთ კორეას დახმარებას უწევს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კორეის ნახევარკუნძულზე 1950-1953 წლების ომის შემდეგ. ამჟამად სამხრეთ კორეაში იმყოფება 28 500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი, ბირთვული იარაღის მქონე ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხისაგან დაცვაში დასახმარებლად. ამავე მიზნით იაპონიაში მსახურობს აშშ-ის შეიარაღებული ძალების 47 000 წარმომადგენელი. აშშ-ში საარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ გამოიყვანს ჯარებს იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან, თუკი ისინი არ გაზრდიან თავიანთ წილს თავდაცვის დაფინანსების საქმეში.
ამერიკელი მინისტრი ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებს, რომ ბირთვულ იერიშს „უაღრესად მძაფრი რეაქცია“ მოჰყვებოდა
ყველაზე პოპულარული
1