Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ ლიბიიდან მიგრანტთა მარშრუტზე შეზღუდვების დაწესების შესახებ


დღეს მალტაში იმართება ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა, რათა მოძებნონ გზები ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში მიმავალ მიგრანტთა ტალღის შესამცირებლად. ევროკავშირის ლიდერების მიზანია ასევე გამოხატონ ერთიანობა "ბრექსიტის" შესახებ მომავალი მოლაპარაკებების საკითხში. მალტის სამიტში არ მონაწილეობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის სამიტზე იმსჯელებენ სპეციალურ ზომებზე, რომლებიც ლიბიას დაეხმარება თავის ტერიტორიულ წყლებში მიგრანტების შეჩერებისა და ლტოვილთა ბანაკებში პირობების გაუმჯობესების საქმეში. იტალიის პრემიერ-მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ და მისმა ლიბიელმა კოლეგამ ფაიეზ ალ-სარაჯიმ გუშინ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც არის ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში უკანონო მიგრაციის შეზღუდვა. ევროკავშირის განცხადებით, 2016 წელს ლიბიიდან ევროპაში ჩასული 181 ათასზე მეტი პირის უმრავლესობა უკანონო ეკონომიკური მიგრანტი იყო, განსხვავებით თავშესაფრის მაძიებლებისაგან, რომლებიც სირიიდან საბერძნეთში ჩავიდნენ.

XS
SM
MD
LG