Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტზე მოიწონეს ზომები ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში მიგრაციის შესამცირებლად


მალტაში ევროკავშირის სამიტზე მოიწონეს ზომები ლიბიიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში მიმავალ მიგრანტთა ნაკადის შესამცირებლად. გეგმა ითვალისწინებს ფინანსური დახმარების გაზრდას ლიბიის მთავრობისათვის, რათა მან შეძლოს ტრეფიკერების ბანდებთან ბრძოლის გააქტიურება და ლიბიის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტებისთვის პირობების გაუმჯობესება. დაგეგმილია პროგრამები ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურის გასაწვრთნელად, სპეციალური აღჭურვილობით უზრუნველსაყოფად და დასახმარებლად, რათა ლიბიის ნაპირებიდან იტალიას აღარ მიაშურონ მიგრანტების გემებმა. ევროკავშირის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ მიგრანტებთან მიმართებით დაიცავენ ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ამ საკითხში ითანამშრომლებენ გაეროს ლტოლვილთა და მიგრაციის სააგენტოებთან. ევროკავშირის განცხადებით, 2016 წელს ლიბიიდან ევროპაში ჩასული 181 ათასზე მეტი პირის უმრავლესობა უკანონო ეკონომიკური მიგრანტი იყო, განსხვავებით თავშესაფრის მაძიებლებისაგან, რომლებიც სირიიდან საბერძნეთში ჩავიდნენ. მალტის სამიტზე ასევე იმსჯელეს ევროკავშირის მომავალზე ამ ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლის, ანუ „ბრექსიტის“ შემდეგ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეი არ დასწრებია სამიტს.

XS
SM
MD
LG