Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილჰამ ალიევი ბრიუსელში ჩავიდა ევროკავშირთან პარტნიორობის შესახებ ახალ შეთანხმებაზე სასაუბროდ


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბრიუსელს ეწვია ევროკავშირთან პარტნიორობის შესახებ ახალ შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად. ვიზიტი ითვალისწინებს შეხვედრებს ევროკავშირის ლიდერებთან, მათ შორის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან. ევროკავშირ-აზერბაიჯანის ახალი შეთანხმება უნდა ჩაენაცვლოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევიდა 1999 წელს და რომელიც განსაზღვრავს ურთიერთობას პოლიტიკური დიალოგის, ვაჭრობის, ინვესტიციების მიმართულებით, ეკონომიკის, სამართლისა და კულტურის სფეროებში. ბრიუსელში ილჰამ ალიევის ვიზიტის დაწყებამდე, 76-მა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მოაწერა ხელი ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ევროკავშირის ლიდერებს სთხოვს, მოუწოდონ ალიევს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუმჯობესებისაკენ. ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩი" 6 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის მთავრობას ბოლო წლებში მიღებული აქვს ზომები დამოუკიდებელი აქტივისტების, კრიტიკული ჟურნალისტიკის, ოპოზიციური მოძრაობების წინააღმდეგ. „დრაკონული კანონები და რეგულაციები ზღუდავს დამოუკიდებელი ჯგუფების საქმიანობისა და მათ მიერ დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას“, ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG