აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრიუსელში ვიზიტის დროს გააუქმა შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან, რომელმაც უმასპინძლა შეხვედრას აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემაზე. შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ხადიჯა ისმაილოვა და ოპოზიციონერი ერკინ გადირლი. ისმაილოვა 2014 წლის დეკემბერში დააკავეს, რის შემდეგაც მან 17 თვე დაჰყო ციხეში უკანონო ბიზნესსაქმიანობისა და სხვა ბრალდებების საფუძველზე. მის სამართლებრივ დევნას ბევრი მიიჩნევს ანგარიშსწორებად ალიევისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციულ გარიგებებზე რეპორტაჟების მომზადებისათვის. ბრიუსელში ვიზიტისას, რომლის მიზანიც არის ევროკავშირთან აზერბაიჯანის პარტნიორობის შესახებ ახალ შეთანხმებაზე მოლააპარაკება, ილჰამ ალიევი შეხვდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის. ევროკავშირ-აზერბაიჯანის ახალი შეთანხმება უნდა ჩაენაცვლოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევიდა 1999ტ წელს. ბრიუსელში ილჰამ ალიევის ვიზიტის დაწყებამდე, 76-მა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მოაწერა ხელი ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ევროკავშირის ლიდერებს სთხოვს, მოუწოდონ ალიევს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მხრივ მძიმე ვითარების გამოსწორებისაკენ.
ილჰამ ალიევმა ბრიუსელში ვიზიტისას გააუქმა შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან
ყველაზე პოპულარული
1