Accessibility links

ავტოავარიის შემდეგ პოლონეთის პრემიერის მდგომარეობა სტაბილურია


პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, ბეატა შიდლო სტაბილურ მდგომარეობაშია მას მერე, რაც დაშავდა ავტოავარიაში პოლონეთის სამხრეთში, ათ თებერვალს. ავარია მოხდა ოსვენციმში, საიდანაც არის პოლონეთის პრემიერი წარმოშობით. შიდლო შვეულმფრენით გადაიყვანეს ვარშავაში სამედიცინო გამოკვლევის მიზნით, თუმცა, მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრემიერი სერიოზულად არ დაშავებულა. შიდლო კორტეჟით მგზავრობდა ქალაქის მთავარ ქუჩაზე, როცა "აუდის" მარკის მის ლიმუზინს შეეტაკა "ფიატის" მარკის მცირე ზომის ავტომანქანა, რომელსაც 21 წლის ახალგაზრდა მართავდა, რომელიც პოლიციის თანახმად, არ იყო ნასვამი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG