Accessibility links

ექიმების განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოპერაცია კარგად დასრულდა


ბერლინის კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. კლინიკის ექიმებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, პატრიარქისთვის ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა.

XS
SM
MD
LG