Accessibility links

პროკურატურამ დააკავა დეკანოზი, ეჭვმიტანილი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფაში


საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი მამალაძე, რომელიც ეჭვმიტანილია მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფაში. როგორც მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა 13 თებერვალს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს იმ მოქალაქის განცხადების საფუძველზე,რომელსაც დეკანოზი გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება. როგორც დგინდება, დეკანოზს, რომელიც ამავდროულად იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გიორგი მამალაძეს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. მედიით გავრცელებული ვერსიით, საუბარი შეიძლება შეეხებოდეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოწამვლას. მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG