Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტყობინებიან, რომ მალაიზიაში მოკლეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ნახევარძმა


საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მალაიზიაში მოკლეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ნახევარძმა, კიმ ჩენ ნამი. როიტერი იმოწმებს მალაიზიის პოლიციის ცნობას, რომლის თანახმადაც, 13 თებერვალს მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურის აეროპორტიდან საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა ჩრდილოეთკორეელი მამაკაცი, რომლის ვინაობა მოგვიანებით გამოაცხადა პოლიციამ. სამხრეთ კორეის ერთ-ერთი საკაბელო ტელევიზია იმოწმებს ქვეყნის სახელისუფლებო წყაროებს, რომელთა თანახმადაც, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმა აეროპორტში მოწამლა ორმა ქალმა. ვარაუდობენ, რომ ისინი ჩრდილოეთკორეელი აგენტები იყვნენ. ქალები მიიმალნენ. კიმ ჩენ ნამმა ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი სამშობლოდან მოშორებით გაატარა. ის აკრიტიკებდა ოჯახის წევრების დომინირებას ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაში.

XS
SM
MD
LG