Accessibility links

რუსეთი აცხადებს, რომ არ აპირებს აშშ-სთან ყირიმის თემის განხილვას


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი არ აპირებს შეერთებულ შტატებთან, ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან განიხილოს უკრაინისათვის ყირიმის დაბრუნების საკითხი. ამ საკითხს პესკოვი მას შემდეგ შეეხო, რაც თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა 14 თებერვალს განაცხადა: პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ძალიან გარკვევით აქვს ნათქვამი, რომ რუსეთისაგან მოელის ყირიმის უკრაინისათვის დაბრუნებას და აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის შემცირებასო. კრემლის პრესმდივანმა რუსეთის ტერიტორიად მოიხსენია ყირიმი, რომლის ანექსიაც მოსკოვმა 2014 წლის მარტში მოახდინა. პესკოვის თქმით, ტრამპს არ წამოუჭრია ყირიმის საკითხი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 28 იანვრის სატელეფონო საუბრის დროს.

XS
SM
MD
LG