Accessibility links

იზორია: ნატოელ პარტნიორებს ვთავაზობთ ახალი საერთაშორისო ცენტრის აშენებას


საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო ნატოელ პარტნიორებს სთავაზობს ახალი საერთაშორისო ცენტრის აშენებას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ალიანსის ეგიდით დაგეგმილი ოპერაციების მოსამზადებელი, „გადასროლისწინა“ საწვრთნელი პროგრამების განსახორციელებლად. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ ამ საკითხზე საუბარი იქნება მარტში, როცა საქართველოს ნატოს შეიარაღებული ძალების კომიტეტი ესტუმრება. ახალი მრავალეროვნული ცენტრის შექმნას საქართველოს ხელისუფლება ვაზიანის პოლიგონზე ვარაუდობს.

XS
SM
MD
LG